logo
ENG



სოფელ მუხათწყაროს მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვს

21 ივნ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ მუხათწყაროს მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. 

საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს. მათივე განცხადებით, სოფელს უკვე წლებია წყლის პრობლემაც აქვს, რაც მოსახლეობას ცხოვრებას ურთულებს. 

გარდა ამისა, მოსახლეობა მზად არის მცხეთის გამგეობის მიერ გამოყოფილ თანხას საკუთარი სახსრებით მოპოვებული ფული დაუმატოს. ამასთან, ადგილობრივების განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მერია მის ბალანსზე არსებული  გზის 920-მეტრიან მონაკვეთს გაარემონტებს.  


close დახურვა